გილოცავთ ადამიანის უფლებების დღეს!

10 დეკემბერი 2018

70 წლის წინ, გაეროს მიერ ადამიანის უფლებების უნივერსალური დეკლარაციის მიიღება წარმოადგენდა მსოფლიოში მშვიდობის და სამართლიანობის მიღწევისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს.

 

აღსანიშნავია, რომ მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გზით ადამიანის უფლებები იძენს რეალურ მნიშვნელობას  და პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ, ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია ადვოკატების როლი, რადგან ისინი ადამიანის უფლებების დასაცავად ყოველდღიურად მუშაობენ. ადვოკატები იცავენ საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ხელშეკრულებებით უზრუნველყოფილ ყველა იმ უფლებას, რომელიც ქვეყანაში სამართლის უზენაესობის დამკვიდრებასა და დემოკრატიის პრინციპების კონსოლიდაციას ახდენს.

 

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ულოცავს იურიდიულ პროფესიას და სრულიად საზოგადოებას ადამიანის უფლებების დღეს. ჩვენ მომავალშიც გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ თითოეულ ადვოკატს თავისუფალ და დაუბრკოლებელ გარემოში შეეძლოს ადამიანის უფლებების დაცვა.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი